მინერალური წყლები (მიწისქვეშა, ზოგჯერ ზედაპირული), დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა), ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.
საკურორტო მეურნეობასა და ტურიზმის განვითარებისათვის რაიონში არსებობს სათანადო ბაზა. ესაა მთისა და ზღვის შეზავებული, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, სამკურნალო მინერალური წყლები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ლუგელა“. ლუგელა მდებარეობს სოფელ მუხურის ჩრდილო–დასავლეთით, რაიონული ცუნტრიდან დაშორებულია 16 კმ-ით. ლუგელას ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს „ტობა-ვარჩხილი“ და მწვერვალი „ცაშკიბული“.
ხეობა იწყება სოფელ მუხურის ტერიტორიაზე, სადაც შურუბუმუს კანიონი მდებარეობს. ხეობა თითქმის 80 კმ-ის მანძილზეა წარმოდგენილი.
ლუგელას ხეობიდან გამომოვალ მინერალურ წყალს ხალხი ძველთაგანვე მენჯს უწდებდა. სახელი ლუგელა მას 1947 წლიდან ეწოდა და სავსებით სამართლიანადაც, რადგან „მენჯი“ საზოგადო სახელია, მას სამეგრელოში უწოდებენ მლაშე, რაიმე ნივთიერებით გახსნილ წყალს, შუმერული მითისა არ იყოს, დედალ წყალს. ამ სამკურნალო წყალს კი თვით განსაკუთრებული თვისებების გამო თავისი სახელი უნდა შერქმოდა და შეერქვა კიდეც თავისი მშობლიური ადგილის სახელი. შეიქმნა მისი წარმოება და ამ სახელით იცნობს ქვეყანა. ამ წყალზე შეიქმნა საკვირველი ლეგენდები, რომ იგი თითქოს მკვდარს აცოცხლებდა, ბეღურას არწივად აქცევდა, რითაც იგი სპეკულაციის საგანიც კი გახდა. მისგან მზადდება და აფთიაქებში იყიდება კბილის პასტა, გამოიყენება Ca2+ იონის დეფიციტისას, მისი ხსნარით ამუშავებენ ჭრილობას. ლუგელა შეიცავს 54, 9 გრ/ლ ქლორ-კალციუმს, გამოიყენება და ინიშნება ასევე, როგორც 10%-იანი ქლორიანი კალციუმი. იხმარება სასმელად. მედიცინაში გამოიყენება ტუპერკულოზის, სხვადასხვა წარმოშობის პლევრიტის, ჰემორაგიული დიათეზის სამკურნალოდ.
Wednesday, December 17, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)